ევროკავშირი განიხილავს თავდაცვის ინდუსტრიის "ომის ეკონომიურ რეჟიმში" გადასვლას

გამოქვეყნდა:

სამშაბათს, 5 მარტს, ევროკომისია შესთავაზებს ევროკავშირს თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების გზებს, რათა მან შეძლოს "ომის ეკონომიკის რეჟიმში" გადასვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, წერს Reuters.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, ტიერი ბრეტონი, ევროკომისარი ინდუსტრიის საკითხებში, წარადგენს წინადადებებს, რათა წაახალისოს ევროკავშირის ქვეყნები, ერთად შეიძინონ მეტი იარაღი ევროპული კომპანიებისგან და დაეხმარონ ასეთ ფირმებს წარმოების შესაძლებლობების გაზრდაში.

"ჩვენ უნდა შევცვალოთ პარადიგმა და გადავიდეთ ომის ეკონომიურ რეჟიმში. ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროპის თავდაცვის ინდუსტრია ჩვენი მხარდაჭერით მეტ რისკზე უნდა წავიდეს", - თქვა ბრეტონმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის კიდევ ერთხელ არჩევის შესაძლებლობა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ვაშინგტონის ვალდებულებები ნატოს წინაშე - ნიშნავს, რომ ევროპას უფრო მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი თავის დასაცავად.

რუსეთის ომმა უკრაინაში აიძულა მრავალი ევროპული ქვეყანა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, მაგრამ ევროკავშირის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ წმინდა ეროვნული ძალისხმევა ნაკლებად ეფექტურია და სურთ, რომ ევროკავშირის ორგანოებმა მეტი როლი შეასრულონ თავდაცვის ინდუსტრიულ პოლიტიკაში.

ბრეტონის წინადადებები მოიცავს აშშ-ს საგარეო სამხედრო გაყიდვების სქემის ევროპული ვერსიის შექმნას, რომლითაც შეერთებული შტატები ეხმარება სხვა მთავრობებს შეიძინონ იარაღი ამერიკული კომპანიებიდან. კიდევ ერთი წინადადება საშუალებას მისცემს ევროკავშირს აიძულოს ევროპული იარაღის ფირმები, კრიზისის დროს ევროპული შეკვეთების პრიორიტეტი მიანიჭონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი