
უკრაინის საპატიო პატრიარქ ფილარეტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცნობისთვის, მან საპატიო პატრიარქის წოდება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ხელმძღვანელობით, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მარტში, პანდემიის დაწყებისას, პატრიარქმა ფილარეტმა, კორონავირუსის მიზეზად, პირველ რიგში, ჰომოსექსუალები დაასახელა.
უკრაინაში კორონავირუსის 136 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 5 სექტემბერს ქვეყანაში კიდევ 2 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა. უკრაინაში Covid 19-სგან 2 9863 ადამიანი გარდაიცვალა.