
აშშ-ის პრეზიდენტის გამაფრთხილებელი გზავნილი პუტინს - დონალდ ტრამპმა უკრაინის საჰაერო სივრცეში 3 ბომბდამშენი ააფრინა.
ტრამპის ეს გადაწყვეტილება პასუხი იყო შემთხვევაზე, რა დროსაც ორმა რუსულმა ბომბდამშენმა ამერიკულს გზა გადაუჭრა.
B-52 ტიპის ბომბდამშენები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან მდებარე საზღვარზე შეიჭრნენ. ისინი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთიდან მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს ორმა რუსულმა ბომბდამშენმა, შავი ზღვის თავზე, ნეიტრალურ წყლებში, უსაფრთხოებისა და პროფესიონალური ნორმების დარღვევით, ამერიკულ ბომბდამშენს გზა გადაუჭრა.
ცნობისთვის, B-52 ბომბდამშენებს ატომური იარაღის გადატანაც შეუძლიათ.