თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის პროცესი, ოთხჯერ გადადების შემდეგ, 27 მარტს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, ოთხჯერ გადადების შემდეგ, 27 მარტს ჩაინიშნა. ინფორმაციას bm.ge ადვოკატ, ლევან მახარაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა ბრალდებული. როგორც ცნობილია, პროკურატურა მას "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინის მითვისებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 39 215 820 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მიითვისა.

 2023 წლის 6 ივლისს, სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის ღირებულების გირაო შეუფარდა. თავად ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი