აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეოში დაიბარეს და სამი არასამთავრობოს დახმარების შეწყვეტის მოთხოვნით ნოტა გადასცეს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ელჩი მოსკოვში, ლინ ტრეისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ სამი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია არასასურველად იქნა ცნობილი. დიპლომატს გადასცეს ნოტა, რომელშიც მოთხოვნილია, რომ შეწყვიტოს ამ ორგანიზაციებისთვის რაიმე ტიპის დახმარება. 

რუსეთის საგარეო ამტკიცებს, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებენ "ანტირუსული მიმართულების" პროგრამებსა და პროექტებს.

ელჩს უთხრეს, რომ ამ ორგანიზაციების დახმარება თუ გაგრძელდება "ჩაითვლება რუსეთის კანონმდებლობის დარღვევად". სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთის "საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები" მკაცრად აღიკვეთება.

"ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები, მათ შორის დივერსიული ქმედებები და დეზინფორმაციის გავრცელება არჩევნებისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის [ომი უკრაინაში] კონტექსტში, მკაცრად და მტკიცედ იქნება აღკვეთილი, მათ შორის მსგავს ქმედებებში ჩართული აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების პერსონა ნონ გრატას სახით გაძევებამდე", - ამბობს რუსეთის სამინისტრო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი