
"საქართველოსთან არაფორმალური დიალოგის განვითარება გიორგი ქაჯაიას პირობებშიც მოთხოვნადი იქნება," - ასე გამოეხმაურა რუსეთის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი კობახიძის მიერ პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის გადადგომას და მის ადგილას გიორგი ქაჯაიას დანიშვნას. მისი თქმით, აბაშიძესთან "არაფორმალური დიალოგის დროს, ბოლო 11 წლის განმავლობაში, ბევრი რამ გაკეთდა და დადებით შედეგებსაც მიაღწიეს".
"დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოვლენები კვლავაც მოთხოვნადი იქნება. რუსეთი დაინტერესებულია პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით," - განაცხადა კარასინმა.
იხილეთ ასევე: