"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ მის ერთ-ერთ თანაგუნდელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით ემუქრებიან, პრემიერმინისტრი ეხმაურება.
გიორგი გახარია ვაშაძეს, "ჭორაობის ნაცვლად", საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
თუ ამაზე მეტი ინფორმაცია გააჩნია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, გარკვეულ მტკიცებულებებს, პირდაპირს ან ირიბს, რომ უკვე, საგამოძიებო უწყებებმა ქმედებები დაიწყონ, იმის მაგივრად, ჟურნალისტებთან დადგეს და იჭორაოს, ეს ინფორმაცია შესაბამის საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს. ინსტრუქცია გადაეცით, - ამბობს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ინფორმაციით, მათ ერთ-ერთ თანაგუნდელ ქალს პირადი
ცხოვრების ამსახველი მასალების გამოქვეყნებით დაემუქრნენ. გიორგი ვაშაძე ფაქტს წინასაარჩევნო და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.