სამუდამო პატიმრობა 24 წლის ცოლის მკვლელობისთვის | პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილება და როზეტა ყალიჩავას მკვლელობის საქმის დეტალები

გამოქვეყნდა:

სამუდამო პატიმრობა საზარელი დანაშაულისთვის. ფემიციდის საქმის რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ ლოძის სასამართლომ ტელმან ნამაზოღლი დამნაშავედ სცნო. მოსამართლეთა კოლეგიის განაჩენში წერია, რომ 44 წლის კაცმა 24 წლის მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ასევე ირკვევა, რომ 3 შვილის დედა ნამაზოღლისთან მუდმივად ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის პირობებში ცხოვრობდა. 

სწორედ გაუსაძლისი რეალობიდან თავის დაღწევის მცდელობა გახდა როზეტა ყალიჩავას მკვლელობის მიზეზი. ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად საქართველოში გეგმავდა დაბრუნებას, რაც საბედისწერო აღმოჩნდა, ყალიჩავამ მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევა ვეღარ შეძლო. ნამაზოღლიმ ცოლი ცივი იარაღით მოკლა და კვალის დასაფარად ნაქირავი ბინის დაწვა სცადა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი