მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე შემოწმების მოთხოვნას საქართველოს უზენაესი სასამართლო ინტიტუტის ხელში ჩაგდების მცდელობად აფასებს. უზანაესი სასამართლო "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივას ვრცელი და სკანდალური განცხადებით პასუხობს, სადაც ნათქვამია, რომ ეს პროცესი მოსამართლეების დამორჩილებასა და საერთაშორისო აქტორების მხრდიან ქართული მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობას ისახავს მიზნად. არადა სასამართლო სისსტემის ფუნდამეტური რეფორმირება ერთ-ერთი მთავარი პუნქტია საქართველოს ევრინტეგრაციის გზისთვის, რადგან სწორედ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე ქვეყნის დემოკრატიზაცია შეუძლებელია იქნება.