სადაც ეუთო არ აკვირდება არჩევნებს, იქ ნეგატიური შედეგები დგება - გიგი წერეთელი

გამოქვეყნდა:

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში გიგი წერეთელი კოპენჰაგენში ვიზიტს გამართავს. ოპოზიციონერი დეპუტატი და "ევროპული საქართველოს" წევრი  გიგი წერეთელი ეუთოს შტაბში შეხვედრებს გამართავს. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში 2020 წლის არჩევნები იქნება. გიგი წერეთლის თქმით, არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ეუთოს დამკვირვებლების დასწრება და მათი მხრიდან მონიტორინგი აუცილებელია.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც მინდა რომ მქონდეს დისკუსია ეს არის მომავალი არჩევნები საქართველოში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მოხერხდეს საარჩევნო მონიტორინგი საქართველოში, ჩამოვიდნენ ეუთოს დამკვირვებლები და დააკვირდნენ, როგორ წარიმართება არჩევნები, შემდეგ შეაფასონ, ამას დიდი ნიშვნელობა აქვს ლეგიტიმაციისთვის, იმიტომ რომ სადაც ეუთო არ აკვირდება არჩევნებს ეს ნეგატიურ შედეგებს იწვევს, - ამბობს გიგი წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნებზე, პანდემიის გამო უცხოელი დამკვირვებლების ჩამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უკვე ცნობილია, რომ "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) დამკვირვებლებს არ გამოგზავნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი