სომხეთის პოლიტიკური ვექტორი | სტოლტენბერგის ვიზიტი კავკასიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში

გამოქვეყნდა:

საართველოში რუსული გავლენები სულ უფრო ძლიერდება - რაც, ცხადია, "ქართული ოცნების" პოლიტიკის მიზანიცაა და შედეგიც. ჩვენს უშუალო სამეზობლოში კი პირიქით ხდება. ამიერკავკასიაში კრემლის ერთადერთი მოკავშირე სახელმწიფოც კი ტოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას და NATO-სა და ევროკაშირისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს.

სომხეთის პრემიერმა არაერთხელ თქვა, რომ რუსეთი ვერ გამოდგა სანდო და საიმედო გარანტორი სომხეთის უსაფრთხოებისა. ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მწვანე შუქი აუნთო ერევანს - თუ სომხეთს მოუნდება ორგანიზაციაში გაწევრიანება, ბრიუსელი მასთან დაიწყებს მოლაპარაკებას. 12-წლიანი პაუზის შემდეგ სომხეთში ჩადის NATO-ს გენერალური მდივანი, რომელიც მანამდე თბილისის ეწვევა.

ეს მორიგი დადასტურება იქნება იმისა, რომ კავკასიის რეგიონს დასავლეთი უკვე ორგანულად განიხილავს ევროპის ნაწილად. ეს უნიკალური გეოპოლიტიკური მოცემულობა საქართველოსთვის ძალიან ბევრი მიმართულებით ახალ შესაძლებლობას აჩენს, რომელთაც შესაბამისად გამოყენება უნდა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი