
დღეს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 14:50 საათზე ის შეხვდება პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
სროლტენბერგი, 16:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.
17-19 მარტს სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს ვიზიტები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.