
რუსი აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-ის ხელმძღვანელი, მაქსიმ ივანცოვი ამბობს, რომ საქართველოში ისევ არ შემოუშვეს. ივანცოვმა ქვეყანაში შემოსვლა პირველად თებერვლის ბოლოს სცადა, თუმცა მაშინაც უკან გააბრუნეს.
აქტივისტი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ მიზეზი ამჯერადაც არ განუმარტეს. მისივე აზრით, პუტინისა და "ქართული ოცნების" ინტერესები ემთხვევა. ივანცოვმა ევროკომისიასა და ევროპარლამენტს მიმართა, ამჯერად, მისი თქმით, სიტყვით გამოვა ბუნდესტაგში, სადაც ისაუბრებს როგორ ექცევიან საქართველოში ანტიპუტინისტებს.
"მინდოდა გავეგო, რა მიზეზით არ შემომიშვეს უკვე მეორედ საქართველოში, თუმცა არ ამიხსნეს. საქართველოში ომის მოწინააღმდეგე ათობით რუსი ადამიანი ცხოვრობს, მათ უკვე ეშინიათ საკუთარი აზრის გამოხატვის, ასევე საქართველოდან გასვლის, რადგან იციან რომ ყოველგვარი ახსნის გარეშე უკან აღარ შემოუშვებენ. არ ვიცი ეს მითითებები მოსკოვიდან მოდის თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინისა და ქართული ოცნების ინტერესები ემთხვევა, რადგან ვინც ეწინააღმდეგება პუტინის პოლიტიკას და თავის აზრს საქართველოში ხმამაღლა გამოხატვას, მას პრობლემები ექმნება. ბერლინში, ბუნდესტაგში სიტყვით გამოვალ, სადაც მოვყვები რუსი აქტივისტების პრობლემებზე, ასევე ვისაუბრებ ჩემს შემთხვევაზეც და ზოგადად როგორ ეპყრობიან საქართველოში ანტიპუტინისტებს. მე კიდევ შევეცდები საქართველოში ჩამოსვლას, რადგან ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა. საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომლისთვისაც ადამიანის უფლებებია ფასეული. საქართველო რუსულ რეჟიმს არ უნდა დანებდეს", - ამბობს მაქსიმ ივანცოვი.