"საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და ანტიკორუფციული სამსახური" | საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში

გამოქვეყნდა:

"საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და ანტიკორუფციული სამსახური", - ამის შესახებ 
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტში არსებული ჩანართი სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებს შეეხება. 

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ლიდერია, ბოლო წლებში მმართველობის მაჩვენებლები გაუარესდა. მმართველობის სტანდარტების და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად საქართველომ უნდა გააძლიეროს სასამართლო სისტემა და ანტიკორუფციული სამსახური, - წერია ფონდის ანგარიშში.

პარალელურად, "ქართული ოცნება" ისევ მოსამართლეთა კლანს იცავს - ივანიშვილის პარტია აცხადებს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხს ხურავს და ამბობს, რომ ამ თემაზე ოპონენტებთან დისკუსიაშიც კი აღარ შევა.

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტულ ბრალდებებს ყოფილი მოსამართლეები და კონსტიტიციონალისტები პასუხობენ, ვისი შეფასებითაც კეთილსინდისიერების შემოწმება არათუ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პრინციპებს, არამედ პირიქით - მის ინტერესებს ემსახურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი