საარჩევნო ადმინისტრაციის დამორჩილების შემდეგ, "ქართული ოცნება" ყველა ბერკეტს იყენებს სასამართლო სისტემაზე მართვის სადავეეების შესანარჩუნებლად და მაქსიმალურად ბლოკავს დემოკრატიულ ცვლილებებს. ხელისუფლება უკვე ღიად ამბობს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხი დახურულია. ამ განცხადებით, კი პრაქტიკულად ევროკავშირის საკვანძო რეფორმების შესრულებაზე უარს ეუბნება, რადგან სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა სწორედ ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა იმისათვის, რომ ქვეყანა ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს.