რატომ იცავს პრემიერი რუს ოლიგარქ ხიდაშელს და ვინ არის სინამდვილეში ევტუშენკოვი? | "დროა" კრემლის ბიზნესმენებზე

გამოქვეყნდა:

რატომ გვატყუებს „ოცნება“ და რატომ იცავს პრემიერი რუს ოლიგარქ დავით ხიდაშელს?! - "დროა" აცხადებს, რომ პრემიერი კობახიძე და მისი ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს, როდესაც ამბობს, რომ რუსი ბიზნესმენი ევტუშენკოვი, რომლის კადრიცაა ხიდაშელი, აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახთანაა დაკავშირებული:

სიმართლე კი ასე გამოიყურება:

1. ვლადიმერ ევტუშენკოვი არის რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს ოჯახის ბიზნეს პარტნიორი. მისი კომპანია რუსეთის ჯარს აწვდის დრონებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენება. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სწორედ ამის გამო ჰყავს სანქცირებული ეს კომპანია;

2. ვლადიმირ ევტუშენკოვის სახელი წარსულში უკავშირდება უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვჩს. ევტუშენკოვი აფინანსებდა სეპარატისტებს დონეცკსა და ლუჰანსკში და ინვესტიციებს დებდა ანექსირებულ ყირიმში;

3. ევტუშენკოვის და ხიდაშელის საერთო კომპანია „ინტრაკომი“, სირიის სამოქალაქო ომის დროს, სამხედრო დანიშნულების პროდუქტით ამარაგებდა ბაშარ ალ - ასადის რეჟიმს. ბაშარ ალ ასადის რეჟიმი კი ეჭვმიტანილია გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში.

„ინტრაკომის“ მიერ სამხედრო პროდუქტით ასადის რეჟიმის მომარაგების ფაქტები დასტურდება ელექტრონული ფოსტის მიმოწერით. " აცხადებს "დროა".

ოპოიციური პარტიის განცხადებით, კობახიძემ ევტუშენკოვისა და ხიდაშელის გათეთრების ნაცვლად, უნდა უპასუხოს: 

როგორ მოხვდა რუსეთის დაზვერვის ჯაშუში დავით ხიდაშელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე
(მინისტრის მრჩევლად);

როგორ მოხვდა რუსეთის დაზვერვის ჯაშუში დავით ხიდაშელი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან, სუვერენიტეტთან დაკავშირებულ თემებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

როგორ მოხვდა რუსეთის დაზვერვის ჯაშუში დავით ხიდაშელი ისეთ თანამდებობაზე, რომელსაც დიდი ალბათობით აქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებებზე;" ნათქვამია "დროას" განცხადებაში. 

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინის ოლიგარქებთან დაახლოებული ბიზნესმენი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. "მთავარი არხის" გასაჯაროებული ინფორმაცია დაადასტურა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავად ხიდაშელმაც და მოგვიანებით თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც თქვა, რომ პოსტზე ის 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე იყო.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ "მთავართან" საუბარში განმარტა, კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ხიდაშელი  გარეჯის საკითხთან დაკავშირებით უწევდა ხელისუფლებას კონსულტაციებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი