იტალიაში, ბინების გაძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნდა:

იტალიაში, ბინების გაძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, 34 და 39 წლის ქართველებმა ორი ბინა გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, ძარცვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ერთ-ერთმა მოქალაქემ შეიტანა, რომელმაც მძარცველების სილუეტები შენობის სახურავზე შენიშნა. 

პოლიციამ ქართველები შენობიდან გასვლის მცდელობისას დააკავა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთს ჯიბეში საკეტი, ხოლო მეორეს ხელთათმანები და ხრახნი უპოვეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი