რუსეთის სასამართლომ კოლონიის წინააღმდეგ ნავალნის დედის სარჩელი არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის დედას უარი უთხრა სარჩელზე, რომელიც მისი შვილისთვის არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევას ეხებოდა. 

ივან ჟდანოვმა, ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა, რომელიც ნავალნიმ შექმნა, თქვა, რომ სასამართლომ ქალაქ ლაბიტნანგში, არქტიკის ციხის მახლობლად, სადაც ოპოზიციონერი გარდაიცვალა, უარყო სარჩელი და თქვა, რომ მხოლოდ თავად ნავანლი შეიძლებოდა ყოფილიყო მოსარჩელე.

"ალექსეიმ არაერთხელ შეიტანა სარჩელი კოლონიების წინააღმდეგ სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო. სარჩელები უარყვეს. ახლა, როცა ის მოკლეს, მისი ოჯახის სარჩელი დამცინავი ფორმულირებით უარყოფილია", - დაწერა ჟდანოვმა Telegram-ზე.

ნავალნი 2021 წლის დასაწყისიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ის კოლონიაში გარდაიცვალა. რამდენიმე დღე ოჯახს ცხედრის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ.  ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, 1-ელ მარტს დაკრძალეს. ამ დღეს რუსეთში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი