EU-ში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული | ევროკომისია

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის გაფართოება თავად ევროპული გაერთიანების სტრატეგიული ინტერესია, თუმცა ახალი წევრები გაერთიანებას მხოლოდ დამსახურების საფუძველზე შეუერთდებიან -  ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის დოკუმენტში, რომელიც გაფართოებამდე რეფორმებისა და პოლიტიკის მიმოხილვას ეხება.

მასში იმ შიდა რეფორმებზეცაა საუბარი, რომელიც თავად ევროკავშირმა უნდა გაატაროს კავშირის გაფართოებისთვის მოსამზადებლად და ხაზგასმულია, რომ კარგად მართული გაფართოების პროცესის სარგებელი ვრცელდება სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის, გეოპოლიტიკურზე, ეკონომიკურზე, გარემოსდაცვითზე, სოციალურსა და დემოკრატიულზე.

"ამ სარგებლის რეალიზებისთვის ევროკავშირიც და წევრობის მსურველი ქვეყნებიც კარგად უნდა იყვნენ მომზადებული და გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული. ეს მოითხოვს სრულ და მდგრად პოლიტიკურ ვალდებულებას, ჩართულობას, უპირველეს ყოვლისა გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნებისგან, თავად ევროკავშირისგანაც. წინა გაფართოებებიდან მიღებული გაკვეთილების გამოყენებით და ჩვენი პოლიტიკის შემდგომი გაუმჯობესებით, ჩვენ უკვე ვემზადებით უფრო დიდი კავშირისთვის. აღსანიშნავია, რომ თანდათანობით ინტეგრაცია გახდა მნიშვნელოვანი ელემენტი გაფართოების ქვეყნების მომზადებაში გაწევრიანებამდე საკმაოდ ადრე," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი