ღამით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა | არიან დაკარგულები და დაშავებულები

გამოქვეყნდა:

22 მარტის ღამეს რუსეთის თავდასხმსების შედეგად უკრაინაში სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 14 ადამიანი, სხვა წყაროები ამბობენ, რომ 16, ხოლო 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მონაცემები ზუსტდება, დაბომბილ ადგილებზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

უკრაინის საგანგებო სამსახურის ცნობით, ხმელინცკში 2 ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 8 დაშავდა, ზაპოროჟიეში 6 დაშავდა, სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება. 

ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

რუსეთი თავს დაესხა ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის, ოდესის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ნიკოლაევის, ვინიცას, ლვოვის და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებს. თავდასხმა იყო "დნეპროჰესზეც".  იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი