
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი აცხადებს, რომ ღამით საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა რუსების მიერ გაშვებული 92 საჰაერო სამიზნე 151-დან. უფრო კონკრეტულად, ჩამოაგდეს 55 "შაჰიდის" ტიპის დრონი, 35 X-101/X-555 ფრთოსანი რაკეტა, 2 X-59 მართვადი რაკეტა.
უწყება ამბობს:
"2024 წლის 22 მარტის ღამეს მტერმა კომბინირებული სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. საერთო ჯამში, მტერმა გამოიყენა 151 საჰაერო თავდასხმის იარაღი:
- 63 შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი "შაჰიდ-136/131";
- 12 ისკანდერ-მ ბალისტიკური რაკეტა;
- 40 X-101/X-555 ფრთოსანი რაკეტა;
- 5 X-22 ფრთოსანი რაკეტა;
- 7 აერობალისტიკური რაკეტა Kh-47M2 "კინჟალ"
- 2 X-59 მართვადი თვითმფრინავის რაკეტა;
- 22 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300/S-400.