
უკრაინული მხარის ცნობით, რუსები ზაპოროჟიეს ოლქში თავს დაესხნენ ჰიდროელექტროსადგურ "დნეპოჰესს". სადგურზე ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მაშველები მუშაობენ.
უკრაინის სახელმწიფო კომპანია "უკრაინენერგოს" ცნობით, კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე არ არსებობს.
"არაადამიანები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ არ ცხრებიან და ახლა ცდილობენ შექმნან ახალი ეკოლოგიური კატასტროფა დნეპრის ჰიდროელექტროსადგურისა და კაშხლის ჰიდრავლიკურ კონსტრუქციებზე ცინიკურად დარტყმით", - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ღამით მომხდარი თავდასხმის სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები იყო და რომ ეს იყო ბოლო დროს ყველაზე დიდი შეტევა. იხილეთ ასევე: