იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ამ წუთებში მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ პროცესებს განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დამსწრეები იმსჯელებენ, ე.წ. ვეტინგის სისტემაა, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს.

ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეები ამ სისტემის დანერგვას ეწინააღმდეგებიან, თუმცა, მათთან დაპირისპირებული მოსამართლეების პოზიცია უცვლელია - 10-მდე მოსამართლე "ვეტინგის" სისტემის მომხრეა.

დღევანდელ კონფერენციაზე აირჩევენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს/წევრებს, ხმის დამთვლელ კომისიას, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრს/წევრებს; საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრს/წევრებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.

ავტორი: დავით კობიძე

ასევე ნახეთ:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი