"დირექტივას მოსკოვიდან მივიღებ თუ ბრიუსელიდან, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს" | გვრიტიშვილი კეთილსინდისიერების ტესტზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენციის პირველი ნაწილი დასრულებულია. ე.წ. კლანის წევრები "ვეტინგის" სისტემას, ანუ კეთილსინდისიერების ტესტს, კვლავ ეწინააღმდეგებიან. მათთან დაპირისპირებული რამდენიმე მოსამართლის პოზიცია კი უცვლელია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, ვინც კოლეგებს არწმუნებდა, რატომ არ უნდა დაეთანხმონ დასავლელი პარტნიორების მოთხოვნას და არ მიიღონ მონაწილეობა კეთილსინდისიერების ტესტის ხელახლა გავლაში.

"არ არსებობს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, მყარი მონაცემები, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არის იმგვარი მასშტაბის კორუფცია, რომ საჭიროებდეს ექსტრაორდინარულ პროცედურას, რაც არის ვეტინგი. ვისაც აინტერესებს ჩვენი ქონებრივი მდგომარეობა და შესაბამისობა ჩვენს ფინანსებთან, დაჯდეს და არითმეტიკული გამოთვლა ჩაატაროს. ეს ერთი.

​მეორე, ჩვენი კომპეტენტურობა ვლინდება ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან. საკითხის ესე დაყენება, რომ მოსამართლეები ვაფერხებთ სახელმწიფოს ინტეგრაციას ევროკავშირში, არის აბსოლუტურად მცდარი. თუ რაიმე რეკომენდაცია არის დაუსაბუთებელი და თან გეუბნებიან, რომ თუ ამ რეკომენდაციას არ შეასრულებ, ე.ი. შენ რაღაცა მომავალში ჩაგეკეტება, ეს დირექტივას ემსგავსება. და მე ამას ვამბობ, როგორც ქართველი მოსამართლე, საქართველოს მოქალაქე, თავმოყვარე პატრიოტი, ხომ. დირექტივას მე მოსკოვიდან მივიღებ თუ ბრიუსელიდან, ჩემთვის უკვე არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. რატომ აცხადებს პიტერ სტანო, რომ ჩემი გამოხატვა არის შემაშფოთებელი და სხვა, მაგალითად, ლევან დარბაიძის ან სხვა კოლეგების გამოხატვა არის დემოკრატიის სხივის შემომტანი," - ამბობს გვრიტიშვილი.

ავტორი: დავით კობიძე

ასევე ნახეთ:

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი