"ვეტინგის" სისტემას კავშირი არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან" | აშშ-ის მიერ სანქცირებული მურუსიძე

გამოქვეყნდა:

"ვეტინგის" სისტემას კავშირი არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან", - ამის შესახებ მოსამართლეების კონფერენციის დასრულების შემდეგ აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე საუბრობს და ე.წ. ვეტინგის სისტემის წინააღმდეგ წასული სასამართლო კლანის წევრების პოზიციებს ახმაურებს.

იცით რა არის, მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ზოგადად, მე მინდა, რომ თქვენ ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება: რომ პატივი სცეთ ადამიანებს, მათ პიროვნებას და გამოხატვის თავისუფლებას. როდესაც თქვენ მოსამართლეებს ისე მოიხსენიებთ, უდიერად და საერთოდ არ სცემთ პატივს, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც აკეთებენ პოლიტიკოსები არასამთავრობო სექტორი და ა.შ. 

გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ღირსება და მას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ყველა ადამიანი, ისინი არიან მოსამართლეები და თავის აზრს გამოხატავენ შესაბამისად. ეხლა ვილაპარაკეთ, მე ხომ არ ვიტყვი, რომ ვინმე მოსამართლე, ადამიანი, პოზიციას რომ გამოხატავს, ეს თქვენი პოზიცია არ არის და ვიღაცა გაიძულებთ რომ ეს გააკეთოთ, ხო? აქედან გამომდინარე, თქვენ საქმე გაქვთ სასამართლო ხელისუფლებასთან, საქმე გაქვთ მოსამართლეებთან, რომლებიც არიან საქართველოში ძალიან ღირსეული ადამიანები და კეთილი ინებეთ და პატივისცემით მოიხსენიეთ ეს ადამიანები. 

[...]

ვინც ვუჭერდით მხარს უზენაესი სასამართლოს განცხადებას ("ვეტინგზე") ერთხმად მხარი დავუჭირეთ. დღეს კონფერენციას ესწრებოდა 295 მოსამართლე, აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხი არის რაც დღეს იხილეთ - მიგვაჩნია, რომ საერთოდ ამ "ვეტინგის" სისტემას არაფერი კავშირი არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან", - ამბობს მურუსიძე.

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი