გულმკერდზე, თავზე, მუცელზე, ხელებზე, მთელ სხეულზე ჰქონდა ჭრილობები | სტაბილურად მძიმეა თბილისში დაჭრილი ქალის მდგომარეობა

გამოქვეყნდა:

თბილისში, ვაზისუბანში ღამით, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული 30 წლამდე კაცი, ბიჭიკო ბაჩილავა, მომხდარიდან მალევე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ექიმი ამბობს, რომ პაციენტს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა. პაციენტი გონზეა და კონტაქტურია. არაოფიციალური ინფორმაციით, ქალს კიდურების მოტეხილობაც ჰქონდა, რაც ეჭვს აჩენს, რომ ის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

"გამოკვლევებით დადგინდა ქალასარქვლის მოტეხილობა, სკალპის ღია ჭრილობა, გულმკერდის დახურულ ტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა... ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. [რამდენი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული?] ძალიან ბევრი, გულმკერდის, თავის, მუცლის, ზედა კიდურებზე, ხელებზე, მთელ სხეულზე მთლიანად იყო მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები", - ამბობს ექიმი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი