ინდოეთი Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ქვეყანა გახდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 90 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რითიც ქვეყანამ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით ბრაზილიას გადაუსწრო და მსოფლიოს ქვეყნებს შორის, ამერიკის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.

ბოლო მოანაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 4 204 613 ადამიანი, მათ შორის გარდაცვლილია 71 642, ხოლო გამოჯანმრთელებულია 3 250 429. ინდოეთი გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.

ქვეყანაში დაავადების ზრდა ძირითადად 5 ყველაზე ხალმრავალ შტატში ფიქსირდება. მიუხედავად ამ შედეგებისა მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას აგრძელებს და ცდილობს, რომ ეკონომიკა აამუშავოს.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 887 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი