რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებაზე არ მივიდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადებაზე უარი განაცხადა. ის უწყებაში რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო იყო დაბარებული. თუმცა, როგორც პოლონეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, ანდრეევი საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამოჩენილა.

"მივიჩნიე, რომ აზრი არ ჰქონდა ამ თემის განხილვას მტკიცებულებების წარდგენის გარეშე. ამიტომ. უარი ვთქვი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტზე", - განუცხადა ანდრეევმა რუსულ გამოცემა "რიას."

მან ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატიური ნოტა პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "სხვაგვარად" გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, უკრაინაზე თავდასხმისას, რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში, სოფელ ოსიერდოვის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. 

ინციდენტის გამო, ჰაერში აფრინდა პოლონეთის ორი და აშშ-ის ორი F-16 გამანადგურებელი.
თვითმფრინავები მონიტორინგს აწარმოებდნენ და უზრუნველყოფდნენ პოლონეთის საზღვრისპირა რეგიონების უსაფრთხოებას.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი