დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანასთან განვითარებული ურთიერთობები გვაქვს, სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას | პესკოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანასთან რუსეთს აქვს ძალიან განვითარებული ორმხრივი ურთიერთობები, თუმცა ეს არ ეხება მოლდოვასა და საქართველოს. 

თუმცა საქართველომ 2009 წლის 18 აგვისტოს დსთ ოფიციალურად დატოვა. პესკოვს ჰკითხეს, როგორ აპირებს რუსეთი დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობას, რომელთაგან ზოგი ბოლო პერიოდში არც თუ ისე ისწრაფვის თანამშრომლობისკენ.

"დსთ-ს ქვეყნები ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და თითქმის ყველა მათგანთან გვაქვს ძალიან განვითარებული ორმხრივი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოს და მოლდოვას. დანარჩენზე კი თუ ვსაუბრობთ, მათ სუვერენიტეტს აბსოლუტური პატივისცემით ვეპყრობით", - თქვა პესკოვმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთს ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს ბელარუსთან, რომელიც მათი უახლოესი მოკავშირე და პარტნიორია. პესკოვმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სომხეთზე, რომელიც ბოლო პეროდში მოსკოვს შორდება.

"ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ ჩვენს მეგობარ, მოძმე სომხეთთან ურთიერთობაში. ეს კიდევ უფრო მეტია ვიდრე ძმური, რადგან აქ კიდევ უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში.  [...] მაგრამ კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, იპყრობს სხვადასხვა გარერეგიონული  ძალების ყურადღებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების მონაწილეობა ძალიან შეზღუდული უნდა იყოს, რადგან მათ არ ძალუძთ იქ სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოტანა. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ერევანში გაიმარჯვებს პოლიტიკური ნება, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარება და ჩვენ წარმატებით გავივლით ამ რთულ პერიოდს", - თქვა პესკოვმა.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი