"ალკოჰოლის მოპარვის მცდელობა, სხვისი ქონების დაზიანება და ხანძრის გაჩენის მცდელობა" | გერმანიაში ქართველი კაცი დააკავეს

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, ალკოჰოლის მოპარვის მცდელობისთვის საქართველოს 43 წლის მოქალაქე დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით, ქართველი ქურდობის დროს მაღაზიის დაცვამ შენიშნა, თუმცა გაქცევა მოახერხა. მაღაზიის მფლობელმა გასასვლელი კარი ჩაკეტა, გაღების მცდელობისას მან ხელები დაიზიანა, შემდეგ კი ცეცხლის გაჩენა სცადა, თუმცა მისი შეჩერება დროულად შეძლეს.

პოლიციამ კაცი ჯერ სამედიცინო დაწესებულებაში, შემდეგ კი ციხეში გადაიყვანა.

მას ბრალად სხვისი ქონების დაზიანება, ასევე ქურდობისა და ხანძრის გაჩენის მცდელობა ედება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი