"ეს ის შემთხვევა არ არის როცა გავჩერდები, წავალ უფრო მაღლა მდგომ სასამართლო ინსტანციაში" | ნიკა გვარამია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში შესატან საქმეზე

გამოქვეყნდა:

პარტია "ახალის" ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართავს. მისი თქმით, ეს ის შემთხვევა არაა, როცა გაჩერდება და სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად.

"ეს ის შემთხვევა არ არის, როცა გავჩერდები, სტრასბურგის სასამართლოს ჩავთვლი ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციად, ეს ასე არ არის, წავალ უფრო ფართო დაფარვის და უფრო მაღლა მდგომ, კვაზისასამართლო ინსტანციაში ამ შემთხვევაში ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ეს ის ვითარებაა, როცა სტრასბურგში საქმე არ საჩივრდება, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთი მოსამართლის მიერ არსებით განხილვაში შესვლის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე რეალურად და სრულფასოვნად არ განხილულა და დასაშვებობის სტადიაზე ეთქვა მას უარი, არა უშავს, ეს საქმე განიხილება რეალურად, სრულფასოვნად და გადაწყვეტილებაც იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს და როგორსაც იმსახურებს ეს საქმე", - ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, 26 მარტს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ნიკა გვარამიას სარჩელი. ე.წ. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წელს მიუსაჯა. ის პატიმრობაში დატოვა შემდგომი ინსტანციის სასამართლომაც. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პარტნიორებისა და ადგილობრივი არასამთავრობოების მხრიდან. 

2023 წლის 22 ივნის ნიკა გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი