მაკრონის თქმით, პუტინს G20-ის სამიტზე მხოლოდ მონაწილეთა საერთო თანხმობის შემთხვევაში მიიწვევენ

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტის დროს თქვა, რომ მომდევნო "დიდი ოცეულის" ქვეყნების სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს იმ შემთხვევაში მიიწვევენ, თუ აღნიშნულს ყველა ქვეყანა დაეთანხმება. სამიტი რიო-დე-ჟანეირო ნომებერში უნდა გაიმართოს. 

"ამ კლუბის აზრი ისაა, რომ 19 სხვასთან უნდა იყოს კონსენსუსი. ეს იქნება ბრაზილიური დიპლომატიის სამუშაო", - თქვა მაკრონმა.

მისივე თქმით, G20 ვალდებულია იმოქმედოს მშვიდობისა და საერთო ინტერესების მიზნის მისაღწევად.

მაკრონის თქმით, თუ ასეთი შეხვედრა შეიძლება იყოს "სასარგებლო, ეს უნდა გაკეთდეს"

ბრაზილიის პრეზიდენტმა საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ის თქვა, რომ "მრავალფეროვნება" უნდა იყოს მიღებული ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა G20. 

პუტინმა გამოტოვა შარშანდელი G20 სამიტი ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, თავიდან აიცილა კრიტიკა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე დაკავების რისკი.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი