"კატეგორიულ უარს ვაცხადებ ყოველგვარ მონიტორინგზე...ვდებ პირობას, რომ წავალ სისტემიდან" | ქადაგიძე კეთილსინდისიერების ტესტზე

გამოქვეყნდა:

"კატეგორიულ უარს ვაცხადებ ყოველგვარ მონიტორინგზე," - ამის შესახებ ნინო ქადაგიძემ 11 მარტის პლენუმის სხდომაზე განაცხადა, რომლის აუდიოჩანაწერებიც ნეტგაზეთმა გამოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ე.წ. ვეტინგის სისტემას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს, მისი კეთილსინდისიერების შემოწმებას. 

"თუნდაც აბსოლუტურად, 100%-ით დაკომპლექტებული იყოს ხელისუფლებისგან, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, ეს იქნება, მომავალში სხვა იქნება კატეგორიულ უარს ვაცხადებ ყოველგვარ მონიტორინგზე. მე არ მიცხოვრია ისე, რომ კიდევ და კიდევ, ყოველწლიურ რეჟიმში მონიტორინგს ვექვემდებარებოდე. და როცა მეუბნებით, იქნებ რაღაც დამატებითი მექანიზმი მისაღები იყოს, ჩემთვის ვერანაირი მექანიზმი ვერ იქნება მისაღები, რადგან ყოველწლიურად, და არც ერთი წელი არ გამომიტოვებია, ქონებრივ დეკლარაციას ვავსებ, მზად ვარ, უფრო მეტი შეისწავლონ, უფრო მეტი შეამოწმონ.

შეიძლება, კიდევ თეორიულად წარმოვიდგინო, რომ ვიღაცას ჩემი კვალიფიკაცია არ მოსწონს, მაგრამ კეთილსინდისიერება ვინ უნდა შემიმოწმოს? მაშინ შეამოწმონ ის ხალხი, ვინც ჩემს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს და ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ვიფიქრო. არ აქვს, ხალხო, ჩემთვის მნიშვნელობა, ვინ შემამოწმებს. თუნდაც დღეს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ 100%-ით. მე აღარ დავექვემდებარები შემოწმებას, ეს არის ჩემი საბოლოო პასუხი. და თქვენს წინაშე ვდებ პირობას, რომ ცალსახად წავალ სისტემიდან," - ამბობს ქადაგიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი