თელავში 13 და 14 წლის გოგოებს ეძებენ

გამოქვეყნდა:

თელავში, 13 და 14 წლის გოგოებს ეძებენ.

დები, ლიკა და მარიამ დემინაშვილები, სოფელ შაქრიანში, ბებიასთან იმყოფებოდნენ. მარტო დარჩენილები სახლიდან გავიდნენ და თელავისკენ გაემგზავრნენ, რის შემდეგაც მათი კვალი იკარგება.

მოზარდ დებს პოლიცია ეძებს. მათი ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი