
გამოცემა "უკრაინსკა პრავდას" ცნობით, რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში, ნავთობისა და სამხედრო დანიშნულების საწარმოებზე დრონებით თავდასხმა უკრაინის დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაცია იყო. თავდასხმა იყო ქალაქ ალბუგასა და ნიჟნეკამსკში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალური ეკონომიკური ზონა "ალაბუგას" ტერიტორიაზე არის "შაჰიდის" ტიპის დრონების წარმოების ქარხანა.
უწყებებიდან წყაროები მედიას ეუბნებიან, რომ შორი მოქმედების დრონი ნიჟნეკამსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ადრეული ნავთობის გადამამუშავებელ დანადგარს დაეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
გამოცემა წერს, რომ ეს ქარხანა არის რუსეთის ფედერაციის 5 უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორის.
"ჩვენ არ შევწყვეტთ აგრესორი ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას, რათა მას სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდეს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდური ომის დასაფინანსებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ნავთობდოლარების ნაკადი რუსეთის სამხედრო ბიუჯეტში", - ამბობს გამოცემის წყარო.