საქალაქო სასამართლოში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმის განხილვა გრძელდება. ვახო ჩარკვიანი საავადმყოფოში კოვიდპანდემიის დროს, კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს, თუმცა მისთვის ზედოზირებულად მიცემულმა ტკივილგამაყუჩებელმა, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება გამოიწვია. ამ საქმეზე დღემდე საავადმყოფოს ერთი ექთანია პასუხისგებაში მიცემული, თუმცა არაა გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
ამ წუთებში სასამართლოს სხდომათა დარბაზში გულიკო ქილიფთარი იკითხება, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს იმ განყოფილების უფროსი იყო, რომელიც გარდაცვლილი ფეხბურთელის მკურნალობაზე იყო პასუხისმგებელი.
მე ვიყავი როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იყო მორიგე ექიმი ერთი, ორი უმცროსი ექიმი, ღამე რჩებოდა ერთი ექიმი, ორი უფროსი ექიმის თანხლებით... [რას ათანხმებდა ექიმი თქვენთან და რას არ ათანხმებდა] ყველა გადაწყვეტილება ერთობლივად და შეჯერებულად იყო მიღებული. ჩვენ განყოფილებაში მოხდა ეს საღამოს, მიიღო მორიგე ექიმმა, დამძმებული, სუნთქვის უკმარისობით და ჩაუტარა ყველა საჭირო და სავალდებულო კვლევა თუ მკურნალობა. მე ვნახე პაციენტი უკვე დილით, შემოვლაზე. იყო მეორე დილითაც მძიმე სუნთქვა გამოხატული. ასე მახსოვს, ყოველშემთხვევაში, - ამბობს ქილიფთარი.