არასამთვრობო ორგანზიაციები, საკარინტინე სივცრეში მყოფი მქოლაქეებისთვის, ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას აპროტესტებენ. 

მესამე სექტორის შეფასებით, ცენტრალრუმა საარჩვნო კომისიამ, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა შეიმუშავოს რეგულაციები, რომლითაც კარანტინში მყოფი ადამინები, კონსტუიტუციური უფლების გამოყენებას შეძლებენ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ არჩევნებამდე დარჩენილია ძალიან ცოტა და მოქალაქეებმა ჯერ არ იციან როგორ უნდა მისცენ ხმა.

ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს თითოეულ  მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ამ უფლების შეზღუდვა ასეთი სახით იქნება არაკონსტიტუციური. თუკი ასეთი რამ დაიწერება ამ დოკუმენტში ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს გადავდგავმთ, მათ შორის მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, - თქვა ეკა გიგაურმა.

ცესკო-ში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, თუმცა შესაძლოა მოქალაქეების დაყოფა მოხდეს.

შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ ეს არის უსაფრთხოება მეორე მხივ, არის არჩევნების დემოკრატიულად და ლეგიტიმურად ჩატარების ინტერესი. ვმსჯელობთ ის გამოსავალი რომელსაც შემოგვთავაზებენ იქნება თუ არა პროპორციული, - თქვა "საიას" დირექტორმა, ვახუშტი მენაბდემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული - 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი