ეს ის ბიჭია, რომელიც გერმანულ ორგანიზაცია giz_gmbh-ს წლების განმავლობაში ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პროექტებზე. როგორ შეიძლება დასავლელი დონორები ასე შედიოდნენ შეცდომაში ისეთი ადამიანების დაქირავებით, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, არღვევენ პარლამენტში დეპუტატების უფლებებს და იცავენ რუსეთის ინტერესებს? სამარცხვინოა!
- წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე და "ქართული ოცნების" მიერ "რუსული კანონის" ხელახალ ინიცირებასა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.