
გამქრალი თავისუფალი სიტყვა, განადგურებული კრიტიკული მედია და გაქცეული მესამე სექტორი - ეს არის რუსული კანონის შედეგი პუტინის რუსეთში. წლების წინ გამჭვირვალეობის საბაბით მიღებული კანონი დიქტატორის ხელში ყველაზე მძლავრი იარაღი გახდა ოპონენტების წინააღმდეგ. ისევე როგორც დღეს "ქართული ოცნება" კრემლის ლიდერიც ამტკიცებდა, რომ კანონი მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალეობისთვის იყო საჭირო და მხოლოდ ფინანურ სანქციებს ითვალისწინებდა, საბოლოო ჯამში კი ის პუტინის ძალუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი მყარი გარანტია გახდა, რომლითაც ქვეყანაში აბსოლუტური დიქტატურა დამყარდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი