
"კანონის ხელახლა შემოტანით "ოცნება" შლის ქართველების მისწრაფებებს და ღალატობს ყველას", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი სოციალურ ქსელში წერს.
"უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანით პარტია "ქართული ოცნება" შლის ქართველების მისწრაფებებს უფრო ღრმა ევროპული ინტეგრაციისადმი და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუღალავად მუშაობდა", - წერს ის.