ჯგუფური ძალადობის საქმეზე, პრორუსული დაჯგუფების ლიდერებს სასამართლომ გირაოს გადახდა დააკისრა

გამოქვეყნდა:

პრორუსული დაჯგუფების ლიდერს, ზურა მახარაძეს და მასთან ერთად ბრალდებულ გიორგი გოგიას, ჯგუფური ძალადობის საქმეზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  5000-5000 ლარის გადახდა დააკისრა.

მახარაძე ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის რადგან ეს "პოლიტიკური ზეწოლის აქტია".

"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნახავს კადრებს, რომლის საფუძველზეც ახლა ჩვენ რაღაც ბრალდება წაგვიყენეს, მიხვდება, რომ არანაირი სისხლის სამართლის საქმე მანდ არ არის. იმიტომ, რომ ეგ ისეთი რაღაც არის, რომ მაგაზე თუ ადამიანის დაჭერა შეიძლება ყველა თუ არა 90% ქართველი პოლიტიკოსების ციხეში უნდა იჯდეს და ნახევარი საქართველო, ალბათ კიდევ ზემოდა. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც პოლიტიკური ზეწოლის აქტს და არ გადავიხდი გირაოს და მერე თვითონ გადაწყვიტოს "ქართულმა ოცნება", რომელიც სასამართლოსა და ძალოვნებს იყენებს პოლიტიკური ზეწოლისთვის, თუ უნდათ, რა ვიცი დამაკავონ. მე გირაოს არ გადავიხდი." - განაცხადა მახარაძემ.

ზუგდიდში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაზე განცხადება 3 აპრილს პროკურატურამ გაავრცელა. საგამოძიებო უწყებამ დაწერა, რომ შემთხვევა 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, რა დროსაც "ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი