გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურა ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. ეს განცხადება ადვოკატმა ცოტა ხნის წინ, საგამოძიებო უწყებაში მორიგი შეხვედრის დატოვების შემდეგ გააკეთა.

ჩვენ გვქონდა პოზიცია, რატომ შეიძლება არ ყოფილიყო ეს მკვლელობის სიტუაცია. გამოძიება ახლა ამ ვერსიაზე მუშაობს და არა მხოლოდ ვერსიაზე, არამედ დღეს მიდის მუშაობა მტკიცებულებების მოპოვებაზე, - თქვა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  5 სექტემბერს, ბოლო ბრიფინგზე, პროკურორმა დავით გუმბერიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღებული ნიმუშების შედეგებზე ისაუბრა. გენეტიკურ მასალებზე საუბრისას პროკურორმა ჩამოთვალა, მანქანის სალონში რა ადგილებზე აღმოაჩინეს თამარ ბაჩალიაშილის დნმ-ი. 

პროკურორს არ უთქვამს, რომ ავტომობილში სისხლიც იპოვეს და სხვა პირების დნმ-ებიც. პროკურატურისსავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშილის ავტომობილში მისი სისხლის წვეთები იყო პირბადეზე, რომელიც იდო: მაგნიტოფონის ქვევით. ექპერტების დასკვნით, სისხლის წვეთები თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა. თამარ ბაჩალიაშვილის სისხლი აღმოჩნდა ასევე უკანა მარჯვენა ხალიჩაზე. მობილური ტელეფონის ორივე მხარეს. სისხლი იპოვნეს უკანა მარცხენა სავარძლის წინ ხალიჩაზე არსებულ ორ ცალ თეთრი ფერის სპორტულ ფეხსაცმელზე. ეს სისხლიც თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

საგამოძოებო ორგანოს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს,  „გუგლის“ საძიებო სისტემაში ეძებდა ინფორმაციებს - „საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. ასევე, „გუგლის“ საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.

ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი.

პროკურატურის განცხადება სრულად

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი