
ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური ცდები მონაწილის ავად გახდომის გამო შეჩერდა.
AstraZeneca-ს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კლინიკური ცდების მონაწილე გაურკვეველი მიზეზების გამო გახდა ავად.
BBC-ს ცნობით, ვაქცინამ კლინიკური ცდების პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით გაიარა, რაც იძლეოდა იმედს, რომ ის მალე გახდებოდა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის 180-მდე სხვადასხვა ვაქცინა მზადდება, თუმცა ჯერჯერობით არცერთი მათგანის კლინიკური ცდები არ დასრულებულა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 901 000-ზე ინფიცირებული მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.