დასკვნითი სხდომა და მთავარი გზავნილები სასამართლოდან | ლაზარე ისევ განაჩენის მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

დასკვნითი სხდომა ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე. ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი ახლა მოსამართლის განაჩენს ელოდება, რომლის გამოცხადება გაურკვეველი ვადით გადაიდო. დღეს პირველად, ახალგაზრდამ, რომელიც მარტის აქციების სიმბოლოდ იქცა, დუმილი დაარღვია და მოსამართლეს მიმართა. ლაზარემ სიცრუეში ამხილა სამართადამცველები და განაცხადა, რომ მომიტინგეების პროტესტის მას შემდეგ გამწვავდა, რაც სპეცრაზმმა ხალხის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. დღევანდელ პროცესს არ ჩაუვვლია ინციდენტის გარეშე. სხდომაზე მტკიცებულებების შეჯამების პროცესში მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი