"შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით" | სახდეპის რიგით მეოთხე განცხადება "რუსულ კანონზე"

გამოქვეყნდა:

"შეშფოთებული ვართ ამ კანონპროექტით. რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეგვიძლია თუ ის წინ წავა, თვალყურს მივადევნებთ", - ამის შესახებ აშშ-ის სახდეპის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვის საპასუხოდ საუბრობს და "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ "რუსულ კანონს" მორიგ ჯერზე ეხმაურება. 

რაუფოღლუ დაინტერესდა, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული კანონის მიღება შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესებას, თუმცა სახდეპის პრესსპიკერი ამ ეტაპზე ამ კითხვას კონკრეტულად არ პასუხობს და ამბობს: "რაც შეეხება იმას თუ რას გავაკეთებთ, თუ ეს საკითხი წინ წაიწევს, დაგვაკვირდით".

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული - თუ ამ კანონს მიიღებენ, ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, ზიანს მიაყენებს. ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, ჯერ არ მიუღიათ", - ამბობს მილერი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი