
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, 9 აპრილის ტრაგედიის 35 წლისთავს X-ზე ეხმაურება.
"საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს პატივს მივაგებთ მათ გამბედაობასა და თავგანწირვას, ვინც საბჭოთა ტერორს წინ აღუდგა 1989 წელს და აღადგინა დამოუკიდებლობა 1991 წელს. დღეს ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - ნათქვამია განცხადებაში.
1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველზე, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა ასობით. მშვიდობიან მოქალაქეებს ტანკებით, მომწამლავი ქიმიური საშუალებებით, ცეცხლსასროლი იარაღით, სასანგრე ბარებით დაუპირისპირდნენ.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და აქტი მიიღო. დღეს საქართველო დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს.