საქართველოს მესამე გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტა კიდევ ერთი სარჩელი, რომლითაც კრემლი უკანონო, განგრძობით ბორდერიზაციაშია მხილებული. რეალობაში, ეს სარჩელი არის პროტესტი ორად გაყოფილი სოფლების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი სახნავ-სათესების, სალოცავებისა და სასაფლაოების გამო. პროტესტი იმ ადამიანების მკვლელობისთვის, ვინც, მავთულხლართების მიუხედავად, დადიოდა სალოცავად ან გარდაცვლილთა საფლავების მოსანახულებლად. კრემლში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რეაქცია ჯერ არ ჰქონიათ.