"ოცნების" ახალგაზრდული ფრთა დეზინფორმაციულ პლაკატებს ქუჩა-ქუჩა იცავს, ხოლო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პროპაგანდისტულ ბანერებს ხევენ, სიტყვიერად უპირისპირდებიან.
ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო მარჯანიშვილზე, სადაც ახალგაზრდები სწორედ ასეთი პროპაგანდისტული პლაკატებისგან ტერიტორიას ასუფთავებდნენ. ამ დროს "ოცნების" ჩუღურეთის ახალგაზრდული ფრთიდან მათთან გიორგი შუკვანი და გიორგი პაპიძე მივიდნენ და ხელის შეშლა სცადეს - "ასს რო ახევ, ათასი გაჩნდება" - იმუქრებიან "ოცნების" წარმომადგენლები.
ვინ გასცა დეზინფორმაციული და რუსული კანონის მხარდამჭერი ბანერების გაკვრის ნებართვა, ისინი ამ შეკითხვას არ პასუხობენ.
ცნობისთვის, თბილისის მერი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტს ასეთი ნებართვა არ გაუცია.
იხილეთ ასევე: