ერთი წელი კლანის წევრების დასანქცირებიდან | მოსამართლეების წინააღმდეგ გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა

გამოქვეყნდა:

ერთი წელი კლანის წევრი მოსამართლეების დასანქცირებიდან. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით და ღიად დაასახელა მიზეზი, რის გამოც მოხვდნენ კლანის ლიდერები სანქცირებულთა სიაში.

კორუფციის მაღალი რისკისა და შესაძლო დანაშაულის მიუხედავად, "ოცნების" ხელისუფლებას მცდელობაც კი არ ჰქონია სისტემის გავლენიანი წევრების წინააღმდეგ გაცხადებულ ბრალდებებზე გამოძიება დაეწყო. უფრო მეტიც, ოლიგარქის კლანი მოსამართლეებს მხარს უჭერს და არ ერიდება მათ დასაცავად სტრატეგიულ პარტნიორებთან კონფრონტაციაში შესვლას. სამოქალაქო საზოგადოება კი, რომელიც დეტალურ ინფორმირებულია რა ხდება ქართულ მართლმსაჯულებაში, კვლავ მოითხოვს მოსამართლეების საქმიანობაზე გამოძიებას დაწყებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი