პროკურატურამ მორიგი გახმაურებული საქმე გააცოცხლა | ენმ-ის წევრზე მუქარა 15 წლის წინანდელი საქმით

გამოქვეყნდა:

პროკურატურამ მორიგი გახმაურებული საქმე გადმოიღო თაროდან. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლაშა ცანავას დღეს ბრალი 15 წლის  წინანდელ საქმეზე წარუდგინეს. პროკრატურა ლევან ხაბეიშვილის თანაშემწეს, რომელიც 2009 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. საქმე ეხება 2009 წლის 15 ივნისს მთავარ სამმართველოსთან აქციის მონაწილეების დაშლის ოპერაციას. ოფიციალური ინფორმაციით, ამავე საქმეზე ბრალი კიდევ 8 პირს წარედგინა, თუმცა მთავარი საგამოძიებო უწყება ბრალდებულთა ვინაობას არ ასაჯაროებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი